არჩევნების დისკრედიტაციას ოპოზიცია ნაცადი მეთოდებით ცდილობს
არჩევნების დისკრედიტაციას ოპოზიცია ნაცადი მეთოდებით ცდილობს. კონკრეტული ფაქტების გარეშე, პირადობის მოწმობებით სპეკულირებენ. ამჯერად ნაციონალური მოძრაობა , კონკრეტულად კი თამარ კორძაია ამტკიცებს, რომ წნორში, მოხუცთა თავშესაფარში ბენეფიციარებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს, თუმცა კითხვაზე, რის საფუძველზე აკეთებენ ასეთ განცხადებებს, მტკიცებულების წარდგენა უჭირთ. რაც შეეხება მმართველ პარტიას, მათი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული და წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ვითარების ხელოვნურად დაძაბვას ცდილობს.
