კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა
კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა. ახალი მინისტრი პრემიერმა წარადგინა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაზე, რომელიც სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფას ითვალისწინებს, ეს მოხდება არჩევნების შემდეგ. შალვა გოგოლაძე, რომელიც კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ წარადგინეს, სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ, სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
