პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტრო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტრო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიის იმპორტის გარეშე შეგვეძლება. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში აშენდა: 63 ჰესი, 2 თბო ელექტროსადგური და ქარის 1 ელექტროსადგური".
