ისტორიული პროექტი დასრულებულია
ისტორიული პროექტი დასრულებულია. მთაწმინდის პარკისა და რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეს გაიხსნა. თბილისის მერმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, საბაგიროთი იმგზავრა, რის შემდეგაც მთაწმინდის პარკში მყოფ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქალაქისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას და ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. დასრულებული პროექტი შეაფასა თბილისის მერმა.
