პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს
„ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პასუხისმგებლიანი და საღი მიდგომა გამოამჟღავნა გამჭვირვალობის საკითხის მიმართ“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშილის თქმით, ამ დროისათვის, უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156-მა ორგანიზაციამ დაასრულა იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრირების პროცედურა. ეს რაოდენობა კი უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ.
