ისრაელი ჰამასის პოლიტბიუროს თავმჯდომარის ლიკვიდაციის ფაქტს ადასტურებს
ისრაელი ჰამასის პოლიტბიუროს თავმჯდომარის ლიკვიდაციის ფაქტს ადასტურებს. თავდაცვის ძალების განცხადებით, სინვარი 16 ოქტომბერს ღაზის სექტორში სპეცოპერაციას ემსხვერპლა. ჰამასის ლიდერის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურეს ისრაელის პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა. სინვარი დაჯგუფება ჰამასის ლიდერად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც თეირანში მისი წინამორბედი ისმაილ ჰანიე მოკლეს. მანამდე ის ღაზის სექტორში ჰამასის მეთაური იყო.
