ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში იუსტიციის სახლი აშენდება
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში იუსტიციის სახლი აშენდება. მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისს კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღებს. სოფელს ამ დრომდე მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება. ფილიალისათვის გამოყოფილი ტერიტორია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დაათვალიერეს.
