ახალი სასტუმრო თბილისში
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად სასტუმრო "აფიშა" დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრმა სასტუმროს დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელობას პროექტის წარმატება მიულოცა. 10-სართულიანი სასტუმრო 118 ნომერს, კვების 3 ობიექტს, სპა-ზონას და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს. 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო