დებატები ევროსაბჭოში
საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის კიდევ ერთი მაგალითი და მაშველი რგოლი რადიკალებისთვის. არასწორი და გაზვიადებული - ასე აფასებს მმართველი გუნდი სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესზე მიღებულ დეკლარაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არასწორ ფაქტებზე დაფუძნებული დეკლარაცია, გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შესაძლოა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ, რაც პოლარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის
