ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე ცნობილია
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე ცნობილია. წილისყრის შედეგად, რამაზ სვანაძის გუნდს მეტოქედ ხორვატია ერგო. პირველი მატჩი საქართველოში 15 ნოემბერს გაიმართება, საპასუხო კი 19 ნოემბერს ხორვატიაში. წყვილში გამარჯვებული გუნდი ფინალურ ეტაპზე გავა. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 2025 წელს, 12-დან 29 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთში გაიმართება. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ჯგუფური ეტაპი ისტორიაში პირველად დაძლია. რამაზ სვანაძის გუნდი ევრო 2023-ის მონაწილეა, მაგრამ მაშინ საგზური მასპინძლის სტატუსით მიიღო
