ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციის ძირითადი მიზეზი, ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია იყო
ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციის ძირითადი მიზეზი, ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია იყო. ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. ეკატერინე მიქაბაძის თქმით, ეროვნული ბანის მიერ ვალუტის გაყიდვა, არაფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, ზედმეტი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება, მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, რომლის პირობებშიც გაცვლითი კურსი ყალიბდება ბაზარზე მაკროეკონომიკური, ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე
