დღეს ვეტერანის დღეა
დღეს ვეტერანის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, ღონისძიება გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფომ ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის აამოქმედა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაგრძელდება ვეტერანთა ხელშეწყობა და პროგრამების გაფართოება. ვეტერანებს მიმართა თავდაცვის მინისტრმა და ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელმა. მეუფე ეფრემმა კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილი წაიკითხა. ვეტერანის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას, ვეტერანები, სამხედრო პირები, თბილისის მერი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ
