დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა
დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი ესწრებოდნენ. ცენტრში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები; ასევე შენობაში იქნება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ცენტრი ყოველთვიურად 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტია
