უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილის, გიზო უგლავას, სააკაშვილის, ადეიშვილისა და საყვარელიძის მხრიდან ქრთამის გამოძალვას ეხება, შეფასებები მოჰყვა საქართველოში
უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილის, გიზო უგლავას, სააკაშვილის, ადეიშვილისა და საყვარელიძის მხრიდან ქრთამის გამოძალვას ეხება, შეფასებები მოჰყვა საქართველოში. მსჯავრდებული სააკაშვილის პარტიაში ფაქტზე საუბარი არ სურთ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ კორუფცია ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. საქმე ეხება უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატის, იგორ მოსიიჩუკის მიერ, ოდესის ყოფილი მერის, გენადი ტრუხანოვის დაკითხვის ოქმების გასაჯაროებას, საიდანაც დასტურდება, რომ 2017 წელს ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიზო უგლავამ, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე ტრუხანოვს პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ, 500 000 დოლარი მოსთხოვა. უგულავამ ტრუხანოვი სააკაშვილთან, ადეიშვილთან და საყვარელიძესთან გადაამისამართა. მას შემდეგ რაც ქრთამის გადახდაზე ოდესის მერმა უარი თქვა, ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების მითვისების საქმეზე ეჭვმიტანილად ცნეს
