მმართველი გუნდი ოპოზიციის რადიკალურ ქმედებებზე საუბრობს
მმართველი გუნდი ოპოზიციის რადიკალურ ქმედებებზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი „ქართული ოცნების“ კუთვნილი წინასაარჩევნო ბანერების დაზიანებას. მმართველი გუნდი მიმართავს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საკუთარ ანგარიშებში ასახონ და სათანადოდ შეაფასონ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განხორციელებული საარჩევნო დარღვევების იგნორირება
