ევროპარლამენტარი სლოვაკეთიდან, ბრანისლავ ონდრუში აცხადებს, რომ საქართველო სამართლიან მოპყრობას იმსახურებს
ევროპარლამენტარი სლოვაკეთიდან ბრანისლავ ონდრუში აცხადებს, რომ საქართველო სამართლიან მოპყრობას იმსახურებს. ევროდეპუტატი „ქრონიკისთვის“ გამოგზავნილ წერილში წერს, რომ სავარაუდოდ, არ არსებობს არცერთი სხვა კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც ისე თანმიმდევრულად და აქტიურად მოქმედებს, როგორც საქართველო, გაწევრიანების წინა პროცესში. მისივე თქმით, საქართველოში მთავრობის არცერთი წევრი თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროდეპუტატი, ბრიუსელიდან საქართველოს მთავრობის კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს და აკრიტიკებს ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოურ ჩარევებს
