იტალიამ მიიღო კანონი, რომლითაც იტალიის მოქალაქეებს საზღვარგარეთ სუროგაციის მომსახურებით სარგებლობა აეკრძალებათ
იტალიამ მიიღო კანონი, რომლითაც იტალიის მოქალაქეებს საზღვარგარეთ სუროგაციის მომსახურებით სარგებლობა აეკრძალებათ. საკანონმდებლო ინიციატივა პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონის პარტიამ, ქალთა ღირსების დასაცავად წარადგინა. ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, კრიტიკოსები აცხადებენ რომ ეს მთავრობის მიერ ლგბტ ოჯახების დევნის მორიგი მცდელობაა, რადგან ახალი კანონით გეი წყვილებისთვის შვილების ყოლა შეიზღუდება. ისინი სუროგატი დედების მოძიებას ქვეყნის გარეთ ვეღარ შეძლებენ, იტალიაში კი სუროგიცია კანონით იკრძალება. ახლი კანონმდებლობის დარღვევა დიდი ოდენობით ფულად ჯარიმასა და თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
