ნატოს გენერალური მდივანი არ გამორიცხავს, რომ ალიანსში უკრაინამდე სხვა ქვეყანა გაწევრიანდეს
ნატოს გენერალური მდივანი არ გამორიცხავს, რომ ალიანსში უკრაინამდე სხვა ქვეყანა გაწევრიანდეს. მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინა მომავალში აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, თუმცა ის რიგით 33-ე ქვეყანა იქნება თუ 34-ე ეს ჯერ უცნობია. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ალიანსი მზად არის უკრაინის ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის, თუმცა სურს რომ კიევმა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება ძლიერი პოზიციიდან შეძლოს.
