საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცერნის მეცნიერთა დელეგაციას მასპინძლობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცერნის მეცნიერთა დელეგაციას მასპინძლობს. ვიზიტი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სამეცნიერო წრეებთან და მკვლევარ ახალგაზრდებთან.
