საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია გაიხსნა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია გაიხსნა. ეს საქართველოში პირველი სივრცეა, რომელიც სამედიცინო სფეროში მკურნალობის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. საჩხერის სამედიცინო გუნდმა პრაქტიკა გერმანიის, შვეიცარიის და სხვა მსგავსი ლაბორატორიების გამოცდილებებით დანერგა. უნიკალური სამედიცინო სივრცე ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის ინიციატივით შეიქმნა და აღიჭურვა, რომლის ბიუჯეტმაც ორ მილიონ ლარს უკვე გადააჭარბა.