უკანონო ფინანსური ოპერაციები "მთავარ არხში"
უკანონო ფინანსური ოპერაციები მთავარ არხში. ტელევიზიაში შავი ფულის არსებობას უარყოფს ნიკა გვარამია, ასევე აცხადებს, რომ გიორგი ქურდაძეს არ იცნობს. შეგახსენებთ, ტელევიზიის მოქმედი დირექტორისგან სკანდალური ფაქტები გასაჯაროვდა. გიორგი ქურდაძე ეროვნულ და თიბისი ბანკს გაურკვეველი წარმომავლობის სოლიდური თანხების შესახებ სწერს, რომლის ნაწილიც უცხოეთშიც იგზავნება, ასახელებს კონკრეტულ პირებს , მათ შორის კობა ნაყოფიას და ნიკა გვარამიას.
