დღეს ვეტერანის დღეა
დღეს ვეტერანის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ- მინისტრი. მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფომ ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის აამოქმედა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაგრძელდება ვეტერანთა ხელშეწყობა და პროგრამების გაფართოება. ვეტერანებს მიმართა თავდაცვის მინისტრმა, ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეუფე ეფრემმა წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილი
