კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 51 ეროვნულ სპორტულ ფედერაციას სპორტული ეკიპირება გადასცა
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 51 ეროვნულ სპორტულ ფედერაციას სპორტული ეკიპირება გადასცა. ღონისძიება სოფელ დიღომში მდებარე რეაბილიტირებულ მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსში გაიმართა. სპორტული წარმატებების ხელშეწყობისა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე ეროვნული ნაკრებების ღირსეულად მონაწილეობის მიზნით სამინისტრო სპორტული ფედერაციებისთვის ყოველწლიურად გამოყოფს თანხას, რომლითაც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის შეიძენენ სპორტულ ეკიპირებას.
