კამალა ჰარისი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება არ იქნება
კამალა ჰარისი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება არ იქნება. “ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ჰკითხეს, არსებობს თუ არა რაიმე, რასაც ის ჯო ბაიდენისგან განსხვავებულად გააკეთებს, რაზეც მოქმედმა ვიცეპრემიერმა უპასუხა, რომ ის ლიდერების ახალ თაობას წარმოადგენს და თეთრ სახლში ახალი იდეებით მივა.
