სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებმა თანამედროვე რუსული შეიარაღება აღმოაჩინეს
სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებმა თანამედროვე რუსული შეიარაღება აღმოაჩინეს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ მინისტრმა გაზეთ “ფიგაროსთან” ინტერვიუში განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, 2006 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, მდინარე ლიტანის სამხრეთით შეიარაღების ქონის უფლება მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა, თუმცა ამ ტერიტორიაზე ჰეზბოლამ ასობით გვირაბი გათხარა, სადაც ისრაელელმა სამხედროებმა თანამედროვე რუსული შეიარაღების გარკვეული რაოდენობა აღმოაჩინეს.
