მოლდოვაში შეერთებული შტატების საელჩო რუსეთის მიერ მოლდოვის არჩევნებში ჩარევის შესახებ საუბრობს
მოლდოვაში შეერთებული შტატების საელჩო რუსეთის მიერ მოლდოვის არჩევნებში ჩარევის შესახებ საუბრობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი აქტიურად მუშაობს ჩაშალოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. საელჩო აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთმა გამოჰყო მილიონები იმისათვის, რომ გავლენა მოეხდინა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე. „ჩვენ კვლავინდებურად დარწმუნებულნი ვართ, რომ მოლდოვას შესწევს ძალა, გაუმკლავდეს უცხოური გავლენების საფრთხეს.“ - ნათქვამია განცხადებაში.
