სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც არჩევნების წინა დღეებში პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყალბი ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, პოლიტიკურ სპექტში აფასებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის შემოტანა სურს. ცნობისთვის, სუსის ინფორმაციით ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება მიზნად ისახავს დისონანსის შეტანას ხელისუფლების შტოებს შორის.
