უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მაღალჩინოსნების კორუფციული სქემა მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს მოიცავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატი ავრცელებს
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მაღალჩინოსნების კორუფციული სქემა მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს მოიცავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატი ავრცელებს. იგორ მოსიიჩუკი ოდესის ყოფილი მერის, გენადი ტრუხანოვის დაკითხვის ოქმებს ასაჯაროვებს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ოდესის მერი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა. ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიზო უგლავამ კი მას 500 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ პრობლემის მოგვარება შესთავაზა, კერძოდ კი სამართლებრივი პრობლემის გადასაჭრელად მან გენადი ტრუხანოვი მიხეილ სააკაშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან და დავით საყვარელიძესთან გადაამისამართა. ქრთამის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, ოდესის მერი ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების მითვისების საქმეზე ეჭვმიტანილად ცნეს.
