პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა „თბილისის მშრალი პორტის” პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა „თბილისის მშრალი პორტის” პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური თანამშრომლობის და ამ პროცესში მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელობაზე გააკეთა.
