"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი დეზინფორმაცია
"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი დეზინფორმაცია. გიორგი მუმლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თითქოს ზუგდიდში უსაფრთხოების კონსტრუქციის დაშლისას ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურში. განცხადებაში წერია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მსგავსი ბინძური მეთოდებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს სადამკვირვებლო მისიებს, ანგარიშებში ასახონ მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ნაციონალური მოძრაობა სიცრუეში ამხილა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ანა წითლიძემ, რომელმაც თავისივე თანაგუნდელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.
