ოპოზიცია შავი ფულით ფინანსდება და ამაში სიახლე არაფერია, ასეთია პრემიერ მინისტრის შეფასება „მთავარ არხში“ უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე
ოპოზიცია შავი ფულით ფინანსდება და ამაში სიახლე არაფერია, ასეთია პრემიერ მინისტრის შეფასება „მთავარ არხში“ უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე. ფულის გათეთრების სქემაზე „მთავარი არხის“ ერთი- ერთი დირექტორი, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გიორგი ქურდაძე ალაპარაკდა. მან ოფიციალური წერილით ეროვნულ ბანკსაც მიმართა. სქემაში ჩართულები არიან ნიკა გვარამია, მთავარი არხის ხელმძღვანელობა, კობა ნაყოფია, "თიბისი ბანკი" და სააგენტო "ნიუ სეილსი". საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც მათ შორის უცხოეთიდან შემოდის. ინფორმაციას უარყოფს მთავარი არხი და "ნიუ სეილსი". კობა ნაყოფია ქრონიკის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. კითხვებზე არ გვპასუხობენ "თიბისი ბანკშიც".
