საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გეგმავენ დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას
საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გეგმავენ დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას. ყალბ ჩანაწერებში გამოყენებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. მიზანი ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევაა, ასევე ხელისუფლებასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება. ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ, გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. სუსის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება
