საქართველოში ტარდება სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები და ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად, მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია
საქართველოში ტარდება სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები და ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად, მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია - ამის შესახებ დღეს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი ორგანიზაციები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, საერთაშორისო მისიების ობიექტური შეფასება მნიშვნელოვანია.
