პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი მიზანი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაა
შალვა პაპუაშვილმა რადიკალური ოპოზიციის, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციების და ტელევიზიების მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, რადიკალების ქმედებები ამყარებს აზრს, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა. პარლამენტის თავმჯდომარე ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
