ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე ავიადარტყმები მიიტანა
ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე ავიადარტყმები მიიტანა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტევამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მშიდობიან მოსახლოებას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. უცნობია, ვინ გაანეიტრალეს თავდასხმის დროს, თუმცა, როგორც ცახალი იუწყება, ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში დაჯგუფება ჰეზბოლას იარაღის მიწისქვეშა საცავების განადგურებას ცდილობენ.
