შეერთებული შტატები უკრაინაში მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე დაწევას მოითხოვს
შეერთებული შტატები უკრაინაში მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე დაწევას მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, ამერიკელი პოლიტიკოსები, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკული პარტიიდან მიიჩნევენ, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ სამხედრო სამსახურში 18-დან 25 წლამდე მამაკაცებიც უნდა გაიწვიოს. უკრაინის პარტნიორი ქვეყნის მაღალჩინოსნები განმარტავენ, რომ ამერიკა ვიეტნამში ომის დროს 19 წლის სამხედროებსაც აგზავნიდა.
