უკრაინული სამხედრო პორტალი დიფსტეიტი წერს, რომ რუსულმა არმიამ ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში დონეცკის ოლქში წინ წაიწია
უკრაინული სამხედრო პორტალი დიფსტეიტი წერს, რომ რუსულმა არმიამ ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში დონეცკის ოლქში წინ წაიწია და ტორეცკის მიმართულებით 2 დასახლება დაიკავა. ოკუპანტმა ერთი სოფელი ზაპოროჟიეს ოლქშიც აიღო. პარალელურად, ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციამ ქალაქ კუპიანსკისა და ახლო მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის აუცილებელი ევაკუაცია გამოაცხადა. საბრძოლო ვითარების გართულების მიზეზით სავალდებულო ევაკუაციაა გამოცხადებული ხარკოვის ოლქის კიდევ რამდენიმე რაიონში.
