თბილისის მერიამ ზღვის უბანში, თემქის ხევში, საქალაქო მნიშვნელობის პარკის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა
თბილისის მერიამ ზღვის უბანში, თემქის ხევში, საქალაქო მნიშვნელობის პარკის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პარკი 25 ჰექტარზე გაშენდა. პროექტის ღირებულება 40 მილიონი ლარია. მოეწყო ორი საფეხმავლო ხიდი, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარედ არსებულ სხვადასხვა მიკრორაიონებს ერთმანეთთან აკავშირებს. პარკი ოფიციალურად 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიხსნება.
