შეხვედრა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან
ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გურიის რეგიონში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისაუბრეს გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის სამედიცინო სექტორის სავალდებულო მინიმალური სახელფასო ანაზღაურების დაწესებაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოზურგეთში ახალი სამედიცინო კლინიკის მშენებლობის გეგმებიც.
