„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად შეხვდა სამგორის რაიონის ახალგაზრდებს
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად შეხვდა სამგორის რაიონის ახალგაზრდებს. დელეგატმა აღნიშნა, რომ სამგორი ერთ-ერთი პირველია თბილისში სპორტული მოედნებისა და სპორტული კომპლექსების რაოდენობით. სხვადასხვა ადგილას დღესაც გრძელდება რამდენიმე სპორტული მოედნის და სპორტკომპლექსის მშენებლობა. სპორტული ინფრასტრუქტურა კი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
