"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი დეზინფორმაცია
ნაციონალური მოძრაობის მორიგი დეზინფორმაცია. გიორგი მუმლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თითქოს ზუგდიდში უსაფრთხოების კონსტრუქციის დაშლისას ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურში. განცხადებაში წერია, რომ ნაციონალური მოძრაობა მსგავსი ბინძური მეთოდებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს სადამკვირვებლო მისიებს, ანგარიშებში ასახონ მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია.
