პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოწვეულები არიან საერთაშორისო დამკვირვებლები და საქართველო ღიაა დაკვირვებისთვის
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოწვეულები არიან საერთაშორისო დამკვირვებლები და საქართველო ღიაა დაკვირვებისთვის. პრემიერის თქმით, საქართველოში ტარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი ორგანიზაციები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ პროცესი.
