სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით გეგმავენ დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას. ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. მიზანი ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევაა, ასევე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.
