„ლელოს“ აბსურდული დაპირება
ზედაპირული დაპირებები „ლელოსგან“, რომლებიც არანაირ გათვლებს არ ეფუძნება. მაგალითად, ავიღოთ 1 000-ლარიანი პენსია, რომელზეც ხაზარაძე-ჯაფარიძე და მათი თანაგუნდელები სიამაყით საუბრობენ. 1 000-ლარიან პენსიას ბიუჯეტიდან 10 მილიარდი ლარის გამოყოფა სჭირდება, გარდა ამისა, თუ საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ, ამ შემთხვევაში საშუალო ხელფასი ამ ოდენობის პენსისას თითქმის სამჯერ უნდა აღემატებოდეს. თან არ დაგვავიწყდეს, რომ „ლელოს“ გეგმის მიხედვით, საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს, რაც ქართული ეკონომიკის ნგრევას გამოიწვევს. ხაზარაძე-ჯაფარიძის დაპირებები რომ არარეალურია, ამას ოპოზიციის ნაწილიც ამბობს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
