ელჩის ანტიდიპლომატია
პიტერ ფიშერი - გერმანიის ელჩი, რომელიც თავისი განცხადებებით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტაქტივისგან უკვე არაფრით განსხვავდება. დიპლომატი ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოს გასცდა და კახა კალაძის განცხადების საპასუხოდ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნაცმოძრაობის ლიდერების ძველ ნარატივს ამოიკითხავთ. პასუხის პასუხმაც არ დააყოვნა. პიტერ ფიშერის გასაგონად, პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ნებისმიერი გულშემატკივრობა, ყოვლად მიუღებელია. დიპლომატმა ფიშერმა რომ დიპლომატიური ეტიკეტი უხეშად დაარღვია, ეს უკვე ვნახეთ, მეტიც, ის პრაქტიკულად რადიკალების წინასაარჩევნო კამპანიაში ღიად ჩაერთო.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
