NASA-მ კოსმოსში სიცოცხლის კვალის აღმოსაჩენად მისია გაგზავნა
NASA-მ კოსმოსში სიცოცხლის კვალის აღმოსაჩენად მისია გაგზავნა. „სფეის იქსის“ კოსმოსური ხომალდი, ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის ცენტრიდან გაფრინდა. ხომალდმა იუპიტერის თანამგზავრამდე დაახლოებით 3 მილიარდი კილომეტრი უნდა გაიაროს, დანიშნულების ადგილს კი, გეგმის თანახმად, 2030 წელს მიაღწევს. მეცნიერების შეფასებით, იუპიტერის თანამგზავრზე ორჯერ მეტი მოცულობის წყალია, ვიდრე დედამიწაზე. წინასწარი დაკვირვებით, თანამგზავრზე წყლის გიგანტური ნაკადები და მიწისქვეშა ოკეანე მდებარეობს. მისიის ფარგლებში ასევე იგეგმება ორგანული ნივთიერებებისა და გაზების კვალის აღმოჩენა, რათა თანამგზავრზე დასახლების სამომავლო პერსპექტივები შეფასდეს.
