უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-13 ბრიგადის მეთაურის ინიციატივა
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-13 ბრიგადის მეთაური გამოდის ინიციატივით, რომ ხმის მიცემის უფლება 5 წლის ვადით წაერთვათ იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე წასვლასა და ქვეყნის მტრისგან დაცვაზე უარს აცხადებენ. პოლკოვნიკი იგორ ობოლენსკი „უკრაინსკა პრავდასთან“ საუბარში ასევე გმობს იმ ინიციატივებს, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ, არმიაში მსახურების გადავადების შესაძლებლობას აძლევს.
