საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის თანამშრომლობით, საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო პროექტი წელსაც სრულად დაფინანსდა დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის მიერ და მიზნად ისახავს, 2024-2025 სასწავლო წლის ორივე სემესტრის განმავლობაში, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლებისთვის იტალიური ენის ინტერდისციპლინარული სასწავლო კურსების მე-2 ციკლის შეთავაზებას.
