რუსთავის მერიამ, წარმატებული რუსთაველი სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის, სრული სპორტული ეკიპირება შეიძინა
სპორტული მიმართულებით არსებული მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, რუსთავის მერიამ, წარმატებული რუსთაველი სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის, სრული სპორტული ეკიპირება შეიძინა. რუსთაველი სპორტსმენებისთვის შექმნილი სამოსი, სპორტსმენებს და მწვრთნელ-მასწავლებლებს, რუსთავის მერმა სპორტის სასახლეში გახსნილ ახალ მუზეუმში გადასცა.
