საქართველოსა და თურქეთს შორის რეგულარულ ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია ასრულებს
საქართველოსა და თურქეთს შორის რეგულარულ ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია ასრულებს. ამჯერად, ქართული ავიაკომპანიის „ჯეოსქაი ეარლაინსის“ სამგზავრო მიმართულებამ „ჯორჯიან ვინგსმა“, თბილისი-ტრაპიზონი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, განხორციელდება. თბილისსა და ტრაბზონს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აქამდე არასოდეს შესრულებულა.
